LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გახდება ელექტრომობილი ჩვეულებრივ ავტომობილზე უფრო მოთხოვნადი

47
electrocarnrnews

საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young–მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაადგინა, რომ სულ რაღაც 12 წელში ელ–მობილები უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდება, ვიდრე ტრადიციული ავტომობილები. ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ ყველაზე დიდ ბაზრებს : ევროპას, აშშ–სა და ჩინეთს ეხება. სპეციალისტებმა ისიც ივარაუდეს, რომ 2045 წლისთვის შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 1%–მდე შემცირდება. მანამდე კი მწარმოებლებს მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით წესებს გაუმკაცრებენ, არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე კი გადასახადს გაზრდიან.

ელექტრომობილები გაყიდვების მაჩვენებლით ტრადიციული ძრავის მქონე მოდელებს 5 წლით უფრო ადრე გადაუსწრებს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ. ევროპაში ეს მაგალითად უკვე 2028 წელს მოხდება, ჩინეთსა და აშშ–ში 2033–სა და 2036 წლებში. ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაზრდას კანონმდებლობაც დააჩქარებს და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ასევე მყიდველთა ინტერესი. როგორც ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, ელექტროქარის ტარების სურვილი ავტომფლობელთა 30%–ს აქვს.

კვლევაში ისიცაა ნათქვამი, რომ ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებლით ლიდერი ევროპა იქნება, ყოველშემთხვევაში 2031 წლამდე მაინც, ამის შემდეგ კი მის ადგილს ჩინეთი დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g