LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გათავისუფლდება მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან – მერი კონკრეტულ ვადას ასახელებს

67
BeFunky-collage (1)

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ექსპერტებთან ერთად შეფასდება ნგრევის მასშტაბები და ქალაქის აღდგენაც ეტაპობრივად დაიწყება.

“უახლოეს მომავალში, ექვს თვეში, ქალაქი მარიუპოლი გათავისუფლდება, ჩვენ ვითვლით რუსების მიერ მოყენებულ ზარალს და ასევე ვეძებთ, რა არის საჭირო აღდგენისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები, და ეს იქნება დეკემბერ-იანვარში, ბლოკადას გაარღვევენ და მარიუპოლს გაათავისუფლებენ, ჩვენ პირდაპირ ქალაქში შევალთ, ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ნგრევის მასშტაბებს და ეტაპობრივად აღვადგენთ ქალაქს. ასე დავგეგმეთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქალაქის აშენებას დავუთმობთ, რაც 14 მილიარდი ევრო დაჯდება”. – თქვა ბოიჩენკომ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g