LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყებს ადამიანის აზროვნება დაქვეითებას: რა ასაკში ბერდება ტვინი? – მეცნიერები ახლოს არიან იმ შესაძლო გზასთან, რომელიც ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობას სიბერეში

109
ტვინი

ScienceAlert – ის ცნობით, აშშ-ის ბრუკის უნივერსიტეტის ჯგუფმა ახალი კვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი შესაძლოა ის გზები დადგინდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობას სიბერეში. 

როდის იწყებს ადამიანის აზროვნება დაქვეითებას? – სტატიის მიხედვით, 19 300 ადამიანის თავის ტვინის სკანირების შედეგად, ეს ასაკი დაახლოებით 44 წელია.

სწორედ ამ ასაკიდან იწყება შესამჩნევი დაქვეითება, რომელიც ყველაზე სწრაფ მაჩვენებელს 67 წლის ასაკში აღწევს. კვლევის თანახმად, 90 წლის ასაკში, ტვინის დაბერების სიჩქარე იკლებს.

ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკა სუნთქვით – რევოლუციური აღმოჩენა და ახალი მეთოდი დიდი პოტენციალით: რას ამბობს მეცნიერთა გუნდი

ScienceAlert – ის ცნობით, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სუნთქვის სიჩქარესთან.

ბრუკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის ლილიან მუხიკა-პაროდის თქმით, „თუ გვეცოდინება, ზუსტად როდის და როგორ ჩქარდება ტვინის დაბერება, ხელთ გვექნება ჩარევის სტრატეგიული წერტილები“:

„გამოვავლინეთ შუახნის ასაკის კრიტიკული ფანჯარა, სადაც ტვინს ეწყება ენერგიაზე წვდომის შემცირება, ვიდრე შეუქცევადი დაზიანება მოხდება“ – აღნიშნა ნეირომეცნიერმა.

რა განაპირობებს ტვინის დაბერებას? – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ესაა ნეირონების ინსულინისადმი რეზისტენტულობა.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თავის ტვინის დაბერებასთან ერთად, მცირდება ინსულინის ეფექტი ნეირონებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის სახით ისინი უფრო ნაკლებ გლუკოზას იღებენ, რაც შემდეგ შლის თვის ტვინის სიგნალიზებას.

ვიდეო: ცხვირის სპრეი დეპრესიის წინააღმდეგ – FDA-მ ინოვაციური თერაპიის ნებართვა გასცა

სპეციალისტების თქმით, მძიმე დეპრესიული აშლილობა რთული გამოსავლენია და ხშირად ამ დაავადების სტანდარტული მკურნალობა ეფექტური არ არის.

იდეას, რომ მეტაბოლიზმი გავლენას ახდენს ტვინის დაბერებაზე, მხარს უჭერს მკვლევართა მიერ ჩატარებული გენეტიკური ანალიზები.

მეცნიერებმა ტვინში არსებული, გლუკოზის შთამნთქმელი ცილა GLUT4 და ცხიმების გადამტანი ცილა APOE ტვინის ფუნქციის შესუსტებასთან დააკავშირეს.

„ეს წარმოადგენს პარადიგმულ ცვლილებას თავის ტვინის დაბერების პრევენციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში. იმის ნაცვლად, რომ კოგნიტურ სიმპტომებს დაველოდოთ, რაც შეიძლება იქამდე არ გამოჩნდეს, ვიდრე არსებითი დაზიანება მოხდება, პოტენციურად შეგვიძლია გამოვავლინოთ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები მეტაბოლური მარკერებით, შემდეგ კი ჩავერიოთ ამ კრიტიკული ფანჯრის მონაკვეთში“, — ამბობს ბრუკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ბოტონდ ანტალი.

ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g