ბრედ პიტი ამჯერად პაპარაცებმა რომში გადაიღეს, სადაც მსახიობი შვილებთან შესახვედრად ჩავიდა. ბრედს და ანჯელინას აქვთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პიტი გარკვეულ დროს ატარებს შვილებთან. შეხვედრის ადგილად ამჯერად რომი შეირჩა.
ახალ ფოტოებზე პიტი ყავისფერ მაისურსა და ტილოს შარვალში პოზირებს. მსახიობს პანამა ახურავს და გიტარით ხელშია წარმოდგენილი. ამ ფოტოებს უკვე მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარები: „როდის ველოდოთ კონცერტს ბრედ?“ – წერენ ბრედის ფანები.
ფოტო: 57 წლის ბრედ პიტს „ბენჯამინ ბატონის“ სენი შეეყარა – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან