LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებს პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ბიზნეს სექტორი

77
1559123540-ლევან-ვეფხვაძე

პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ბიზნესსექტორი პოზიტიურად აფასებს.

საუბარია 245 ათასზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირზე, საერთო ჯამში 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ეს ბიზნეს სექტორისთვის დამატებითი სტიმული იქნება და ბიზნესს შეუძლია თანხა საკუთარ განვითარებას მოახმაროს.

“ის ადამიანები ვინც დაჯარიმდნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მომსახურება სერვისებით”

“ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონზე, რომელსაც სახელმწიფო კი არ ამოიღებს, არამედ ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები ვინც დაჯარიმდნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეს თანხა ბიუჯეტში კი არ მიმართონ, არამედ შეიძინონ მომსახურება სერვისებით და ეს ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

“ესეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტ ოპტიმიზმს აჩენს ადამიანებში”

მეორე არის ის ბიზნესები, რომლებიც დაჯარიმდა, თუ არის ისეთები, რომლებსაც დღეს კიდევ პრობლემა აქვთ, მე მგონი ეს პრობლემები მოიხსნება.

ესეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტ ოპტიმიზმს აჩენს ადამიანებში, ბიზნესში და შესაბამისად, ეკონომიკა წინ უნდა მიდიოდეს,“ – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

magti 5g