ჯაზის საერთაშორისო დღის, 30 აპრილის აღნიშვნას საქართველო საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors’’-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით შეუერთდება.
6 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯაზ-ბენდის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს.
მუსიკოსის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია 1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას.