LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნა დათო ლიკლიკაძემ 100 წლის ბებიის დაბადების დღე

348
118170778-10214490517416417-5002858165713233352-o

ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის ბებია 100 წლის გახდა. როგორც დათო სოციალურ ქსელში წერს, ბებიამ დაურეკა და დაბადების დღეზე სოფელ სიმონეთში დაპატიჟა, სახალისო ისტორიები მოუყვა და ერთობლივი ფოტოებიც გადააღებინა.

“დღეს სოფელ სიმონეთში ჩავირბინე. ბებიაჩემმა ( მამაჩემის დედამ) დამირეკა და დაბადების დღეზე დამპატიჟა. 100 წლის გახდა ელენა ბებია და წუხდა, რომ ახლა ლეღვის ხეზე ვერ ავალ და არ გეწყინოსო. შარშან ავიდა და დაკრიფა. 100 წლის ბებიაჩემმა სასაცილო ისტორიებიც მომიყვა, ტელევიზიებში გამოგადგებაო, თან თვითონაც გულიანად იცინა ???
შენი ქალი რატო არ წამოვიდაო ( მეუღლეზე, სალიზე მკითხა) და მერე სახელიც გაიხსენა, სალომე მომიკითხეო. ფოტო სუფრასთან გადავიღეთ, მაგრამ არაო, გარეთ გამოვალ, ლამაზი ეზო მაქვსო. ამ ყვავილებსაც თვითონ უვლის”-წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g