LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვრიცხოთ მაღაზიის მარაგები თანამედროვე ხელსაწყოს საშუალებით?

2825
715 x 400

თუ ფლობთ მცირე ან საშუალო ბიზნესს, ან ახლა აპირებთ მაღაზიის, საცხობის, ხილ-ბოსტნის, ავტონაწილების, ზოომაღაზიის ან სხვა, ამგვარი საქმის წამოწყებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მარაგების აღრიცხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის წარმატებაზე, მოგებასა და შემოსავლიანობაზე.  

სანამ ტექნოლოგიები განვითარდებოდა და ჯერ კიდევ საანგარიშოზე ხდებოდა ბალანსის გამოთვლა, მაშინ მარაგებს ფურცლითა და კალმით აღრიცხავდნენ ხოლმე, ოღონდ ამ საქმეს, როგორც წესი, ერთი ადამიანი არ ჰყოფნიდა, რამდენიმეს ჩართულობას აუცილებლად მოითხოვდა. შემდეგ უკვე ინტერნეტიზაციის ეპოქაში კომპიუტერებში გადაინაცვლა აღრიცხვებმა. ექსელის ფაილი ბევრად ამარტივებდა ფურცლითა და კალმით საკეთებელ საქმეს, თუმცა, ერთი არასწორი მაჩვენებლის შეყვანა და ყველაფერი თავდაყირა დგებოდა, სად იყო შეცდომა გაპარული ეს უფრო რთული საპოვნელი იყო, ვიდრე ყველაფრის ხელახლა აღწერა და დახარისხება.

დღეს კი არსებობს თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც არამარტო მარაგებს აღრიცხვას ზედმიწევნითი სიზუსტით, არამედ სხვა ოპერაციების განხორციელებაშიც ეხმარება ბიზნესს.

ოპტიმო აღრიცხავს დახლებზე და საწყობში არსებული პროდუქციის მარაგებს და ვარგისიანობის ვადას, რაც თავიდან აგარიდებთ ვადაგასული, თუ გაფუჭებული პროდუქციის არსებობას თქვენს სივრცეში. გარდა ამისა, გეხმარებათ, დროულად მოახდინოთ მოკლევადიანი პროდუქციის რეალიზება და წაახალისოთ გაყიდვები აქციებით ან სხვა მარკეტინგული აქტივობებით.

ამასთანავე, ოპტიმო ანალიტიკის სახით იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ სწორად მართოთ მარაგები და აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით.

რა შესაძლებლობები აქვს ოპტიმოს?

ოპტიმოს პროგრამის rs.ge-თან ინტეგრირება, ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადებების დადასტურებასა და პროგრამაში ასახვას. საჭიროების შემთხვევაში იძლევა საშუალებას მოხდეს ზედნადებების კორექტირებაც.

ოპტიმო მოლარის სწრაფი და მოქნილი სისტემით გამოირჩევა, რომელიც ეხმარება მოლარეს აწარმოოს გადახდები სწრაფად, მალ-მალე გაისტუმროს მომხმარებლები, მოემსახუროს უფრო მეტ ადამიანს და თავიდან აიცილოს რიგები.

გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს და იზრდება შანსი იმისა, რომ კიდევ მოუნდეთ მათ თქვენთან დაბრუნება. ამასთანავე, ოპტიმოს საშუალებით მოლარეს აქვს შესაძლებლობა პროდუქტი მოძებნოს არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია, რაც ბევრად ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის გაყიდვის პროცესს;

ბიზნესის მართვა ოპტიმოს მეშვეობით დისტანციურადაც შესაძლებელია. ნებისმიერი წერტილიდან სადაც ინტერნეტია, ბიზნესოპერატორს შეუძლია აკონტროლოს მარაგები, შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები და მომგებიანობა.

ოპტიმოთო სარგებლობა არ მოითხოვს რაიმე ტიპის ინვესტიციის ჩადებას, ყოველთვიური მინიმალური თანხის სანაცვლოდ გეხმარებათ მართოთ ბიზნესი მარტივად და ორიენტირებული იყოთ არა ციფრებსა და ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაზე, არამედ განვითარებაზე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g