LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება ადამიანზე კოგნიტური დისონანსი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1600
7-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

კოგნიტურ დისონანსია, როცა ადამიანის გონებაში ერთდროულად წარმოქმნება  ორი ან მეტი ურთიერთსაწინააღმდეგო კოგნიცია, განცდა, ფიქრი. როგორც ფსიქოლოგები აცხადებენ, ეს მდგომარეობა ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ აისახება კოგნიტური დისონანსი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან ” სტუმარია ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა.

რა არის კოგნიტური დისონანსის გამომწვევი?

კონგნიტური დისონანსი . კოგნიცია (cognition) – ინგლისური სიტყვაა და ქართულად ცოდნას, გაანალიზებას, შემეცნებას ნიშნავს. რაც შეეხება დისონანსს (Dissonance) – ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც შეუსაბამობა, შეუთავსებლობა.

შეიძლება გამოწვეული იყოს:

  1. ლოგიკური შეუთავსებლობით
  2. კულტურულ ნორმებთან შეუთავსებლობით
  3. მოცემული კოგნიტური ელემენტების შეუთავსებლობით კოგნიციათა უფრო ფართო სისტემასთან
  4. “მინდა, მაგრამ არ შეიძლება”
  5. “შეიძლება, მაგრამ არ მინდა” და სხვ.

კოგნიტური დისონანსის დროს ადამიანი უსიამოვნოდაა, ირღვევა წონასწორაობა და უჩნდება დისონანსის შემცირების/აღმოფხვრის სურვილი. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლისთვისაც გარემოს დაცვა განსაკუთრებული ღირებულებაა, მუშაობს  კომპანიაში, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს. მისი საქმიანობა შეუსაბამოა მის შეხედულებასთან გარემოს დაცვის შესახებ, რაც იწვევს დისონანს.  განვიხილოთ დისონანსისგან თავის დაღწევის / შემცირების გზები მოყვანილ მაგალითზე:

შეიცვალო შეხედულება – იფიქრო, რომ კომპანიის ქმედება სულაც არ არის საზიანო გარემოსთვის, რაც თავის მოტყუებაა. წარმოსახვით ერთზე მეტი ხატის შექმნა – კომპანიის საქმიანობისა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის გამიჯვნა. თითქოს პროფესიული საქმე სხვაა და კომპანიის საქმიანობა, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს სხვა.

შეხედულების შეცვლა მორალზე – გარემოს დაცვაზე ნაკლები ზრუნვის გამართლება. ფიქრი, რომ ეს კერძო შემთხვევა სულაც არ ეწინააღმდეგება საკუთარ მორალს, რაც არის პიროვნების ძირითადი ფასეულობების სისტემის რყევა.

როგორ შეიძლება აღკვეთო კოგნიტური დისონასი?

დისონანსის გამომწვევი ქმედების აღკვეთაა, მაგალითად იმ კომპანიიდან წამოსვლა, რომლის საქმიანობასაც არ ეთანხმები. ამ შემთხვევაში დისონანსი სრულად იხსნება.  კოგნიტური დისონანსის მაგალითიად ხშირად მოჰყავთ მწეველთა შემთხვევა. მათ ეშინიათ, რადგან იციან, რომ მოწევა იწვევს ადრე სიკვდილს და განიცდიან დისონანს. დისონანსის აღმოსაფხვრელად ყველაზე ეფექტური იქნებოდა ქცევის შეცვლა –  ე.ი. მოწევის შეწყვეტა, მაგრამ ეს რთული შესასრულებელია, ამიტომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს უძნელდება დისონანსის გამომწვევი ქცევის შეცვლა,  ის ცდილობს ჩამოაყალიბოს მსჯელობა, სადაც საპირისპირო მტკიცდება. კერძოდ: შეცვალოს კოგნიცია – თავი დაარწმუნოს, რომ სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაჭარბებულია ან სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. იწყებენ ასეთ მსჯელობას: „ალექსი ეწეოდა და 100 წელი იცოცხლა. ვიღაცას საერთოდ არ მოუწევია, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა“ და ა.შ.  ცდილობენ,  მოიფიქრონ ისეთი არგუმენტები, რომელიც შეამცირებს მათი ქცევით გამოწვეულ დისონანს. მათთვის, როგორც დისონანსის განმცდელი სუბიექტებისთვის, მთავარია რამე გზით აღმოფხვრან დისონანსით გამოწვეული დისჰარმონია.

მნიშვნელოვანი მომენტები კოგნიტურ დისონანსში:

ადამიანის ცნობიერება განვითარდა იმ დონემდე, რომ ის ჩაუფიქრდა საკუთარ არსებობას, ცხოვრების საზრისს. ამ ეტაპზე, როდესაც ძიების დროს ის მარცხდება, არასწორად მოქმედებს მაგრამ გარემოფაქტორებს აბრალებს და ასე შემდეგ, უმუშავდება მოსაზრება, რომ ცხოვრება უაზროა, მის შიგნით წარმოიქმნება კოგნიტიური დისონანსი.

ადამიანის თავში არსებობს ტვინის რაციონალური ნაწილი, რომელიც მსჯელობს და მომავლის ხედვის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას, ასევე არსებობს ლიმბური სისტემა, რომელიც იმპულსური, მოუთმენელი და ბრმაა, თვითშეგნების და თვითკონტროლის გარეშე ჩვენი მოქმედებების და ემოციების უმეტესობა იმპულსურია. იმის გამო, რომ ჩვენ რეაგირებას ვახდენთ მოვლენებზე გაუცნობიერებლად ანუ უბრალო ენით რომ ვთქვათ სულელურად, არ ვაკეთებთ შეგნებულ არჩევანს, ამ დროსაც ადამიანში ისევ წარმოიქმნება ზემოთხსენებული კოგნიტური დისონანსი და ეს ქვეცნობიერად ძლიერ გვაღიზიანებს. ეს წარმოქმნის უძლიერეს უარყოფით ემოციურ მუხტს ჩვენს ფსიქიკაში. ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ტვინი ახდენს მომხდარი მოვლენის მეხსიერების ახლიდან გადაწერას ისე, რომ მოგვაჩვენოს ჩვენ და მოვაჩვენოთ სხვასაც, თითქოს ჩვენ ამ დროს ვაკონტროლებდით ჩვენ ქმედებებს. ადამიანებზე დაკვირვების დროს ხშირად ჩანს ეს, ჩხუბის შემდეგ ყველა თავისებურად ყვება ხოლმე ჩხუბის გამომწვევ მიზეზებს და მსვლელობას ისე, რომ თავისი თავი გამოყავს მართალი და როგორც წესი ორივე მხარეს გულწრფელად ჯერა თავისი სიმართლე.

ადამიანს ურჩევნია აღიაროს, რომ ბოროტია ვიდრე სულელი (ანუ პერმანენტულად იმპულსურად და მოუთმენლად გადაწყვეტილებების მიმღები). თუმცა კი როგორც წესი ბოროტები ხდებიან ხოლმე ის სულელები, რომლებსაც უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ცდილობს ჩვენს გამართლებას და ამ მიზნით რეალობას ტყუილით გვიცვლის, ხოლო ჩვენც სიხარულით ვიჯერებთ ამ ტყუილს, ჩვენი უარყოფითი ემოციები მაინც რჩება არაცნობიერში და გროვდება. ისინი ქმნიან შინაგან გაუცნობიერებელ დისკომფორტს,რაც თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის ნევროზებში.

7 რჩევა ზაზა ქოიავასგან:

1. იპოვეთ ისეთი საქმე, რომელსაც თქვენი სურვილით გააკეთებთ და არა იძულებით.
2. ჰენრი ფორდი ამბობდა, მარცხი კიდევ ერთი შანსია იმისა, თავიდან დაიწყოთ, ამჯერად უფრო ჭკვიანურად.
3. მარცხის მიზეზი პირველ რიგში ეძებეთ საკუთარ თავში.
4. იკითხეთ საინტერესო წიგნები, წიგნზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი გამოუგონია
5. აღიარეთ არასწორი ქმედებები, ამით ყოველთვის შეძლებთ უკუკავშირის აღებას და იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებთ
6. დასვით კითხვები, კითხვების დასმა არ არის სირცხვილი, ყოველთვის ყველაფერი ვერ გვეცოდინება
7. აუცილებელია პოზიტიურობა ფიქრებში, საქმეში, მოვლენების აღქმაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g