„იმედმა“ ტურისტებისადმი ქართველების დამოკიდებულების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. ტელერხის ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და შეემოწმებინა, ატყუებენ თუ არა ტურისტებს ტაქსისტები და რა თანხებს უსახელებენ ქალაქის ამა თუ იმ ნაწილში მისაყვანად.
აეროპორტიდან ტურისტულ წყვილს, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტები ასრულებდნენ, ლესელიძეზე მისაყვანად, ტაქსის მძღოლმა 50 ლარი დაუსახელა, რაც დაგვეთანხმებით, გაბერილი ღირებულებაა. ტაქსის მძღოლიც ადასტურებს, რომ ქართველისთვის სხვა ფასია, მაგრამ ურჩევნია, ტურისტებს დაელოდოს და გაბერილი ღირებულება გამოართვას.
სიუჟეტში ჰყვებიან ტურისტებზე ზეწოლის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის უცხოელ სტუმრებზე რესტორნის მფლობელმა მოახდინა და მათ მოტყუებით სამი ათას ლარზე მეტი გადაახდევინა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.