მომღერალ ბესო კალანდაძის მეუღლე, მედეა კალანდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი სიყვარულის ამბავს ჰყვება.
„ისრაელიდან რომ დავბრუნდით, იუმორით, კახურად ამიხსნა სიყვარული. მითხრა, „გოო, მიყვარხარ“. მე ვუპასუხე, მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე-მეთქი. საპასუხოდ მივიღე, მე შენ გაჩვენებო.
წელიწადნახევარი შეყვარებულები ვიყავით. 1989 წელს, 25 დეკემბერს, დავქორწინდით, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი მომღერლის მეუღლე გავხდი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, ბესომ რომ მითხრა, გოო, მიყვარხარო. შემდეგ კიდევ ბევრი სიხარული ვიგემე მასთან ერთად, მარიამის გაჩენა და ასე შემდეგ.
როგორი ქმარი აღმოჩნდა?
სრულიად სხვა ტიპაჟი აღმოჩნდა. როცა ვუყურებდი ამ ულამაზეს ყმაწვილს სცენაზე, ყოველთვის ვფიქრობდი: „რა იქნება შემდეგ?“ აღმოჩნდა, რომ ბესიკი ოჯახზე გადაყოლილია, ბავშვებოს აღზრდაშიც კი მონაწილეობდა. მამამისმა უთხრა, შენ პოტენციური მამა ყოფილხარო…
