LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავარჩიოთ საქონლის ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

544
Alberta, Canada --- Red Angus Cow --- Image by © Sam Wirzba/AgStock Images/Corbis

მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიების დახლებზე მოთავსებული საქონლის ხორცი შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს იმ სავალდებულო ნორმებს, რომელიც კანონის მიხედვით სავალდებულოა, ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე საჭირო რჩევას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს გვერდზეა მითითებული.

როგორც გამაფრთხილებელი ხასიათის განცხადებაშია ნათქვამი, მყიდველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ ეტიკეტიანი ხორცი, ვინაიდან ის ადასტურებს, რომ პროდუქტი მიღებულია იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული საქონლისგან. ეტიკეტი ასევე ადასტურებს, რომ ხორცს გავლილი აქვს ვეტერინარული შემოწმება, რაც ნიშნავს მის უსაფრთხოებას მომხმარებლისთვის.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, ეტიკეტიანი ხორცი უნდა ინახებოდეს ჰიგიენურ გარემოში და მყიდველი აუცილებლად უნდა დააკვირდეს როგორც შენახვის ვადებს, ასევე მისი შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს.

სააგენტო ასევე გვაფრთხილებს, რომ თავი შევიკავოთ საქონლის ხორცის ყიდვისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჩამოთვლილი ნორმები არ არის დაცული, ან იყიდება ქუჩაში, ან მაღაზიას არ გააჩნია ხორცის შენახვის შესაბამისი მაცივრები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთეს

ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g