LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ ან შევამციროთ თირკმლის კენჭები? – გიორგი ღოღობერიძის 4 მარტივი რჩევა

339
გიორგი ღოღობერიძე

რა იწვევს თირკმელში კენჭების წარმოქმნას და როგორ შევამციროთ კენჭების წარმოქმნის ალბათობა თირკმელში? – ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე რჩევებს გვიზიარებს.

„თირკმლის კენჭების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია შარდში ციტრატის ნაკლებობით. როდესაც დღე ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი 320 მილიგრამზე ნაკლებ ციტრატს გამოყოფს შარდით, სწორედ ეს იწვევს თირკმლის კენჭების ორ მესამედზე მეტს, რადგან როდესაც შარდში ცოტაა ციტრატი, კალციუმი უკავშირდება ოქსალატს, ფოსფატს და მიიღება კენჭები.

4 მარტივი რამ დაგიცავს იმისგან, რომ შენ თირკმლის კენჭები არ გქონდეს ან თუ გაქვს, მათ ზომაში შეამცირებს:

1.რაც შეიძლება მეტი ციტრატებით მდიდარი საკვები მიიღე, ყველაზე მარტივი გზა ლიმონიანი წყალია.

2.მიიღე დღე-ღამეში, 2.500 ლიტრი წყალი.

3.ნაკლებად მიიღე გამაგრილებელი სასმელები.

4.შეზღუდე ცილების რაოდენობა საკვებში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

magti 5g