XV მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი შორეულ 1987 წელს ჩატარდა და ის მონაწილეთა შემადგენლობით ძალიან ვარსკვლავური გამოდგა. კინოფესტივალზე ჩავიდნენ ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ჟერარ დეპარდიე, ტონინიო გუერა, ჯულიეტა მაზინა, ემირ კუსტურიცა და სხვები.
ია ფარულავა და რობერტ დე ნირო მოსკოვში, 1987
ფესტივალის დიდ ჟიურის კი რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობდა. კინოთეატრ „როსიას“ სცენაზე „ერთხელ ამერიკაში“ გმირთან ერთად ბევრი საბჭოთა მსახიობი ქალიც შეიკრიბა. ჟიურის თავმჯდომარეს შესთავაზეს ყველაზე ლამაზი აერჩია, ვისთნ ერთადაც გაივლიდა კინოფესტივალის ხალიჩაზე. დე ნირომ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა არა სცენიდან, არამედ დარბაზიდან აერჩია. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ჟიურის თავმჯდომარემ მესამე რიგში მყოფ 20 წლის შავგრემანზე მიუთითა. ის იმ მომენტისთვის ნაკლებად ცნობილი მსახიობი აღმოჩნდა თბილისიდან – ია ფარულავა.
რობერტ დე ნირო და ია ფარულავა XV მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ერთხელაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა „მის მოსკოვის კინოფესტივალის“ სახლში გაცილება მოისურვა. ია ფარულავამ უპასუხა, რომ მოხარულია წინადადებით, მაგრამ არ გამოვიდოდა. რადგან მისი სახლი არა მოსკოვში, არამედ შორს, ქალაქ თბილისშია, თვითმფრინავით 2 საათის გზაზე. დე ნირო ჩაფიქრდა, მაშინვე არაფერი უპასუხა. კინოფესტივალის დასრულების შემდეგ ქართველ მსახიობთა ერთად თვითმფრინავში ჩაჯდა და თბილისში გამოფრინდა.
ია ფარულავა ახალგაზრდობაში
„ერთხელ ამერიკაში“ გმირის ჩამოსვლის ამბავი უმალ გავრცელდა საქართველოს დედაქალაქში. „ოსკაროსანს“ მთელი ქართული კინოს ბომონდი შეხვდა.
ამერიკელ სტუმარს აჩვენეს ძველი თბილისი, მცხეთა და ქუთაისი. თუმანიშვილის თეატრში ჰოლივუდის ვარსკვლავმა სპექტაკლი ნახა, შემდეგ კი სცენაზე მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, მიირთმევდნენ წითელ ღვინოს, ხილს. კერძები პირდაპირ სცენის იატაკზე ელაგა.
რობერტ დე ნირო თუმანიშვილის თეატრის ჯგუფთან
ერთ საღამოს დე ნირო თავის თბილისურ სახლში მიიწვია ცნობილმა მხატვარ-მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა. სახლის შესასვლელთან მსახიობს უამრავი ხალხი დახვდა. როდესაც სახლის ზღურბლს გადააბიჯა, დაინახა უზარმაზარი მაგიდა, რომელიც სავსე იყო ათასგვარი კერძებით. დაინტერესდა, რის გამო ეწყობოდა ბანკეტი, რა დღესასწაულს აღნიშნავდნენ? დე ნიროს განუმარტეს, რომ ასე ხვდებიან ძვირფას სტუმარს საქართველოში და რომ ეს ეროვნული ტრადიციაა. თუმცა საპატიო სტუმარი ქართულ კერძებს სრულად ვერ გაეცნო, რადგან იმ პერიოდში დე ნირო ვეგეტარიანელი იყო.
რობერტ დე ნირო და ია ფარულავა
რობერტ დე ნირო ცხოვრობდა ავლაბარში მდებარე სასტუმროში. ერთხელაც გამოვიდა ნომრიდან, გაისეირნა, ჩამოჯდა სკამზე, აკვირდებოდა გამვლელებს. შემდეგ ამ გასეირნებაზე რეზო თაბუკაშვილს გაკვირვებით უამბო, რომ ქართველები კი უყურებდნენ, მაგრამ ვერ იცნეს. რეზო თაბუკაშვილმა უპასუხა: „ქართველები კი გიყურებდნენ, მაგრამ თუ ვერ გიცნეს, ესე იგი იფიქრეს, რომ ავლაბრელი არტაშა იქნებოდი“.
… 1991 წელს რობერტ დე ნირომ ია ფარულავა ლოს ანჯელესში მიიწვია ჰოლივუდში, სადაც ორი წელი სტაჟირებას გადიოდა. გადაიღეს რამდენიმე ნაკლებადცნობილ კლიპსა თუ ფილმში. 1993 წელს ია თბილისში დაბრუნდა, ითამაშა 20-მდე ფილმში. მათ შორის გიორგი შენგელაიას 2001 წლის გახმაურებულ ფილმში „სიყვარული ვენახში“, სადაც ია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კინოში გაიხადა.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში ცნობილი მხატვარ-მოქანდაკის ოთარ ფარულავას ოჯახში. დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი. ამჟამად მუშაობს ტელეწამყვანად.