რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, 61 წლის დემი მური ჰემპტონში, კინოფესტივალზე გამოჩნდა. ის სიტყვით გამოვიდა და როგორც ყოველთვის წარუშლელი კვალი დატოვა თავისი დახვეწილი სადა და გემოვნებიანი „ლუქით“.
ამ დღეს დემის გრძელი ჯინსის შავი ქვედაბოლო და წელში გამოყვანილი პიჯაკი ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი ამავე ფერის კლასიკური ფეხსაცმელი ასრულებდა.
„როგორ ჩავიცვათ 60 წლის შემდეგ“, „აი ასე უნდა ეცვას ქალს 60 წლის შემდეგ“, „ძალიან დახვეწილია“, „გემოვნებიანი ლუქი“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, გასულ თვეს მსახიობმა J.Crew-ს საშემოდგომო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
61 წლის გოგონა – დემი მური J.Crew-ს საშემოდგომო ფოტოსესიაში ბრწყინავს