LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დააბინავებს გერმანია მიგრანტებს

45

გერმანია მიგრანტებისთვის მინი სახლებს ააშენებს. პროექტი, რომლის დეტალებიც შემუშავების პროცესშია, ჯერ კიდევ 2015 წელს ერთ-ერთ არქიტექტორს უზარმაზარ რიგში დგომის დროს გაუჩნდა. ვან ბო ლე-მენცელი სოციალურ ცენტრში იმყოფებოდა და ასობით მიგრანტის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სიტუაციის შესაცვლელად რამე უნდა გაეკეთებინა. ამიტომ შექმნა პროექტი, რომლის მიზანიც – მიგრანტებისთვის დროებითი სახლების აშენებაა. ნაგებობებში ისინი თავს შეაფარებენ და უამინდობის დროს უზარმაზარ რიგში დგომაც აღარ მოუწევთ.
გარდა ამისა, ასეთი სახლები მიგრანტებთან ერთად უსახლკაროების შეფარებასაც შეძლებენ, რაც მათ კიდევ უფრო საჭიროს ხდის.

გამოცემა „Le Matin”-ის ინფორმაციით, დასაწყისისთვის აშენდება 20 მინი სახლი და თითოეული მათგანის ფართობი 10 კვ/მ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიას ყოველთვე უამრავი მიგრანტი აკითხავს და მათი დაბინავება ძალიან დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g