კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, მძღოლს, რომელიც სიგარეტს ეწევა, ერთი თვით სატრანსპორტო საშუალების მართვა შეუჩერდა.
რა ხდება ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს
"42 ნომერი "მარშუტკა"...მიდი, ვაჟკაც, იგულავე... ასეთი რაღაც ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ? " - ვიდეოს ავტორი კალაძისგან პასუხს ითხოვს (ვიდეო)
განმეორებით შემთხვევაზე, მას კონტრაქტს შეუწყვეტენ.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს.
კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე „თბილისის მიკროავტობუსის“ შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ“, -აღნიშნულია განცხადებაში.