LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავაბალანსოთ კარიერა და ოჯახი – FM ქოუჩი

20
ირმა

როგორ დავაბალანსოთ კარიერა და ოჯახი – თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ქოუჩმა ირმა ჩიტაშვილმა ისაუბრა.

რატომ უნდა გამოვიდნენ ადამიანები სტერეოტიპული მიდგომებიდან?

სტერეოტიპული მიდგომები ბევრ რამეში აფერხებთ ადამიანებს. თუმცა დღეს გვაქვს 21-ე საუკუნე, ეს არის ახალი გამოწვევის საუკუნე ქალებისთვის. წინა საუკუნეები ფაქტობრივად იყო , რომ ქალი ოჯახს უძღვებოდა , ზრდიდა ბავშვებს, საყოფაცხოვრებო საქმეებს აგვარებდა, ხოლო მამაკაცი იყო შემომტანი.

ძველი, გასული საუკუნეების მენტალობა ბევრ ადამიანს ხელს უშლის წინ სვლაში. ზოგჯერ ქალებს აქვთ დანაშაულის გრძნობა, თითქოს თუ იქნებიან დაკავებულები საყვარელი საქმით ისინი ოჯახს აკლებენ ყურადღებას.

სამწუხაროდ, მამაკაცებიც ხელს უწყობენ ამ დანაშაულის შეგრძნების გამომუშავებას და მანიპულირებენ.

მნიშვნელოვანია ქალებმაც და მამაკაცებმაც გაიაზრონ, რომ ქალს შეუძლია იყოს ისეთივე შემდგარი, როგორიც მამაკაცია.

როგორ უნდა შეათავსონ ადამიანებმა კარიერა და ოჯახი?

პირველ რიგში ბავშვებთან მიმართებაში ვიტყვი, მნიშვნელოვანია ბავშვებთან ერთად გატარებული დროის ხარისხი და დრო. შეიძლება მთელი დღე ერთად გაატაროთ შვილთან, მაგრამ არ გქონდეთ ურთიერთობა და ორივე სხვადასხვა საქმეს აკეთებდეთ, მაგრამ შესაძლოა მცირე დრო დაყოთ ერთად და გქონდეთ მაღალი ხარისხის ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს დაელაპარაკო სრულფასოვნად.

რაც შეეხება პარტნიორს, მნიშვნელოვანია ქმარი ქალს დაეხმაროს როგორც საოჯახო საქმეებში, ასევე ბავშვის აღზრდაში.

თუ ქალი რეალიზებულად და ბედნიერად გრძნობს თავს, მთელი ოჯახი ბედნიერია. მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეთ პარტნიორი, რომელიც თავად არის შემდგარი და რეალიზებული, რომელსაც ექნება შეგნება და არ გაუჭირდება ქალის გაგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები