LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამარცხოთ სტრესი და დეპრესია

931

მეცნიერების მტკიცებით, ადამიანი უფრო მარტივად ამარცხებს სტრესს და დეპრესიას თუ ის ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს.

ექსპერიმენტმა, რომელშიც 270-მა სხვადასხვა ასაკის, ეროვნების და სოციალური სტატუსის მოხალისემ მიიღო მონაწილეობა დაადასტურა, რომ ის, ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს ან დიდ დროს ატარებს ბუნებაში, ბევრად ნაკლებადაა მიდრეკილი ნერვიული აშლილობისკენ, უფრო ძლიერი ფსიქიკა და ჯანსაღი ძილი აქვს, ვიდრე მას, ვინც ვერაფრით ელევა ცივილიზაციას და ფანჯრიდან ურჩევნია პეიზაჟებით დატკბობა.

ფსიქოლოგების მტკიცებით, განსაკუთრებით სასარგებლოა ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ბუნებრივ გარემოში. არ ღირს სუფთა ჰაერზე დასვენებაზე უარის თქმა არც ცივ ამინდში, არც სიცხეში. ზამთარში თხილამურებით შეგიძლიათ ისრიალოთ, ზაფხულში კი, ველოსიპედით გაისეირნეთ. შეგიძლიათ გაემგზავროთ სათევზაოდ, სადაც ერთის მხრივ სიმშვიდით და სიჩუმით ისიამოვნებთ, მეორეს მხრივ კი, პოზიტიურ ენერგიას შეიძენთ და ნერვულ სისტემას დაასვენებთ.

გარდა ამისა, მეცნიერები ირწმუნებიან, ქალაქის გამწვანებული რაიონების მობინადრეები სხვებთან შედარებით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ და ქრონიკული დაღლილობისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g