LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამშვიდოთ ხმაურიანი ბავშვი ფრენისას – ფსიქოლოგის რჩევა

156
4456789

ფსიქოლოგმა ჯო ჰემინგსმა თვითმფრინავში ყოფნის დროს ხმაურიანი ბავშვების დასაწყნარებლად რამდენიმე რჩევა გააზიარა. ეს მეთოდები განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, როცა ბავშვი თქვენი კი არაა, არამედ უბრალოდ თანამგზავრია.

სპეციალისტის აზრით, კარგი იქნება თუკი პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, მათი მშობლების ნებართვით.
ჰემინგსის თქმით, გაღიზიანებისა და აგრესიის ნაცვლად უმჯობესია დამშვიდდეთ და ბავშვს წყნარად აუხსნათ, რომ დისკომფორტს განიცდით. თუკი პატარას კანფეტს შესთავაზებთ, ეს თქვენს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს და მშობლებთან შეთანხმებასაც უფრო ადვილად შეძლებთ.

გარდა ამისა, მშობლებთან საუბრის დროს შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას რომ მათი კარგად გესმით და თქვენი ლოიალურობის დამსახურებით შვილის დამშვიდების სტიმული მისცეთ.

ანალოგიური რეკომენდაცია მისცა ფსიქოლოგმა მშობლებსაც. „უთხარით თქვენს შვილებს, რომ თითოეულს სპეციალურ პრიზს გადასცემთ იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრობისას კარგად მოიქცევიან“.

ოჯახური მოგზაურობისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. უმჯობესია, თუკი ბარგის ჩალაგების პროცესში ბავშვებსაც ჩართავთ, რათა მათ თავად გადაწყვიტონ თუ რომელი სათამაშოების წაღება სურთ თან. გარდა ამისა, სპეციალისტის რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მეტი წყლის, წვენების და სასუსნავების ჩალაგება, რათა ბავშვური ისტერიკა მინიმუმამდე შეამციროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g