თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში უნდა იყოთ, ორგანიზმისთვის საკმაოდ საზიანოა. ასეთი სამუშაო ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზეც. გსურთ გაექცეთ პრობლემებს? აი როგორ უნდა მოიქცეთ:
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც მჯდომარე მდგომარეობაში ხართ, თქვენი კიდურები და კუნთები ძლიერ დატვირთვას განიცდის – ამბობს ფიტნეს-კონსულტანტი ბიჯეი გადური. რაც შემდგომში ცუდად აისახება როგორც ორგანიზმზე, აგრეთვე თქვენს ვარჯიშზეც სპორტდარბაზში და ზრდის ტრამვის ალბათობას.“
როგორ მოვიქცეთ? აი რას გვირჩევენ ფიტნეს-ინსტრუქტორები. „თქვენ შეგიძლიათ კუნთების განსატვირთად გაწელვები გააკეთოთ: ჩაიმუხლეთ სკამზე, ან მაგიდაზე და თავი ხელებით გაიმაგრეთ, ცალი ფეხი გამართეთ მაქსიმალურად და მოკეცეთ, გამართეთ-მოკეცეთ, გააკეთეთ 10-12 მსგავსი მოძრაობა და დააბრუნეთ ფეხი საწყის პოზიციაზე. 2 წუთიანი შესვენების შემდეგ, იგივე მოძრაობები მეორე ფეხით გაიმეორეთ. არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვაც – ფეხის გამართვისას ჩაისუნთქეთ, მოკეცვისას ამოისუნთქეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წელი და ხერხემალი მაქსიმალურად გამართულ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.“