სადეზინფექციო სითხე ისეთ აგრესიულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც რეაქციაში შედიან, როგორც ლითონის სამკაულთან, ასევე ძვირადღირებულ ქვებთან. ქლორი, მათეთრებელი, სპირტი, ანტიბაქტერიული საპონი – ყველაფერმა ჩამოთვლილმა შესაძლოა, ბეჭდებს მბზინვარება წაართვან. გარდა ამისა, სადეზინფექციო საშუალებებმა შესაძლოა, შეასუსტონ ქვის სამაგრი.
საინტერესოა, როცა მსოფლიოს ყველა ეპიდოლოგი გვირჩევს, რომ ხელი რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ, როგორ გამოვიყენოთ ანტისეპტიკები ისე, რომ სამკაულები არ დავაზიანოთ?
რასაკვირველია, არ ღირს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უგულველყოფა ბეჭდების გამო. არსებობს ბაქტერიებთან ბრძოლის ისეთი საშუალება, რომელიც არ დააზიანებს თქვენს სამკაულებს.
ეს გზა ძალიან მარტივია: სანამ გამოიყენებდეთ ანტისეპტიკს და სხვა სადეზინფექციო საშუალებებს, მოიხსენით ბეჭდები. გამოიყენეთ ანტისეპტიკი და დაელოდეთ გაშრობას.
არსებობს კიდევ უფრო მარტივი საშუალება: შეგიძლიათ, არ მოიხსნათ ბეჭდები ანტისეპტიკის გამოყენებისას, უბრალოდ ეცადეთ, ის არ მოხვდეს ბეჭედს.
თუმცა, უმჯობესია ამ პროცედურისთვის მეტი დრო დახარჯოთ, ასე რომ, მოიხსენით ბეჭდები.
ყველა სამკაული, განსაკუთრებით ბეჭდები შეიძლება დაინფიცირების წყარო გახდეს. მათი გაწმენდა აგრესიული სადეზინფექციო საშუალებების გარეშე უნდა მოხდეს.
უბრალოდ დატოვეთ სამკაული მთელი ღამის განმავლობაში თბილ წყალში, რბილ, თხევად ხელის საპონთან ერთად.