გრიპის და სხვა ვირუსების საუკეთესო პრევენცია, ექიმების განმარტებით, ხელების ხშირი და სწორად დაბანაა. ბრიტანეთის დააბადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას ხელების სწორად დაბანის შესახებ The Independent აქვეყნებს.
მაშ, ასე :
დაისველეთ ხელები სუფთა თბილი, ან ცივი წყლით, დაკეტეთ ონკანი და კარგად წაისვით ხელებზე საპონი.
კარგად გაისაპნეთ მტევნები – ხელის გულები, ზურგები, ფრჩხილები. 20 წამის მანძილზე საგულდაგულოდ უნდა წაისვათ საპონი ყველგან. შემდეგ კი ჩამოიბანეთ კარგად ასევე სუფთა, გამდინარე წლით.
ბოლოს გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით.
ეს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა ხელების სწორად დაბანის წესებთან დაკავშირებით :

