LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ჯადოსგან – ექსტრასენს მარიამ ციმინტიას რჩევები: „დიდი ძალა აქვს ვერცხლს!..“

1042
მარიამ-ციმინტია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ეზოთერიკოსი, მომღერალი, ტელეწამყვანი, მარიამ ციმინტია.

საიდან აღმოაჩინე ექსტრასენსობის ნიჭი საკუთარ თავში?

ეს მოხდა 7 წლის წინ, ცნობილი კი 5 წლის წინ გავხდი, როცა „ტე ენ ტეზე“ „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მივიღე მონაწილეობა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მისტიკა. მეღვიძებოდა სიზმრებით, რომ უცხოპლანეტელები მიტაცებდნენ. სხეულზე ნაკაწრები მქონდა. მენტალურად გავდიოდი სხეულიდან. რამდენჯერმე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დამჭირდა, მაგრამ მუდმივად ითიშებოდა აპარატი. ღამღამობით ვიღვიძებდი, რიტუალების ჩატარება მინდოდა, რთული პერიოდი მქონდა, შემდეგ სამყაროს შევთხოვე, რაიმე ნიშანი მოეცა ჩემთვის და მაჩვენა მერილინ მონრო, გამიკვირდა, ეს რა შუშია-მეთქი, სიზმარში მოვიდა და მითხრა, ჩემი ტიპაჟი აიღე და შემოსავალი გექნებაო. მართლაც ასე მოხდა, მას დავემსგავსე და ამან წარმატება მომიტანა. ერთხელ დამესიზმრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა, ეს არავინ დამიჯერა, თუმცა რამდენიმე დღეში ეს მართლაც მოხდა და ის გარდაიცვალა.

ერთხელ დედაჩემმა დაქალებთან ერთად სული გამოიძახა, უეცრად მამაჩემი მოვიდა და ეს რიტუალი შეწყდა. შემდეგი დღიდან ჩვენს სახლში საშინელებები ხდებოდა. ყოველ ღამე ფარდიდან შავი სილუეტი მოდიოდა, წითელი თვალები ჰქონდა და საშინელებებს მეუბნებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დედაჩემთან და მამაჩემთან მიდიოდა. ეს პოლტერგეისტი ყველა სახლში მოგვყვებოდა. შემდეგ გავიზარდე, შევისწავლე ყოველივე და ნელ-ნელა გავასუფთავე აურა.

ახლა მერილინ მონროს იმიჯზე გვესაუბრე

იმ პერიოდში ამ იმიჯმა მართლაც იხსნა ჩემი ოჯახი, დედა არ მუშაობდა, მამა ავად იყო, გზის ფულიც არ გვქონდა ზოგჯერ, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამ როლში ვიყავი ჩარჩენილი, მე მე არ ვიყავი და გავაცნობიერე, რომ ამ როლიდან და იმიჯიდან უნდა გამოვსულიყავი. ჩემზე ამერიკაშიც წერდნენ, ფოტოებიც დაბეჭდეს.

როგორი იყო „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მონაწილეობა?

ზოგადად, ადამიანები კარგ ექიმებსაც არ ენდობიან ხოლმე, არსებობს ბევრი ეჭვი, არსებობს ცხადია „გაფეიკებაც“. როცა გადაცემას ვიღებდით, ზამთარი იყო, მინუს 10 გრადუსი, ძალიან ცუდად გვექცეოდნენ, გვიყვიროდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ კამერებისთვის არ გვეყურებინა. უნდა მეჩვენებინა ის ადგილები, სადაც მკვლელობა მოხდა. ძალიან სტრესული გარემო იყო. რაც თავში მომდიოდა, ყველაფერს ვამბობდი და ჩემი ნათქვამი მართლდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყო პანდემია და 9 თვე მომიწია იქ დარჩენამ. შემდეგ მოსკოვის პროკურატორიდან დამირეკეს და დაკითხვაზე დამიბარეს. გაირკვა, რომ რაც იქ ვთქვი, ყველაფერი გამართლდა.

მარიამ, ადამიანებმა პირველ რიგში, ვის უნდა მიმართონ ზებუნებრივი ძალების ზემოქმედების დროს?

პირველ რიგში, მამაოებს, აი, მეტეხის ეკლესიაში არის მამა აკაკი, მეც დავდიოდი, მასობრივ კვეთებულებს ვესწრებოდი. მეც მჭირდება ხოლმე ნეგატივისგან გათავისუფლება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ადამიანებსაც ვკურნავ, შემიძლია მომავლის დანახვა, ასევე შემიძლია, ჩემი ხმის ტემბრიდან გამომდინარე ადამიანის ტრანსში ჩაგდება. როცა ჩამოვედი, მქონდა რამდენიმე მაღალი რანგის მამაოსთან საუბარი, დაკითხვას ჰგავდა, თუმცა საბოლოოდ, კურთხევა მომცეს. როცა ადამიანს თვალებში ჩავხედავ, ვხვდები ყველაფერს, თუმცა მანამდე დაბადების თარიღებს ვუყურებ ხოლმე, რათა მათი ფსიქოტიპი განვსაზღვრო.

რას გვეტყვი ჯადოს შესახებ?

არსებობს, ამას ეკლესიაც აღიარებს. მე ჯადოს ვეძახი ენერგო-დაავადებას, მანდაც რამდენიმე დონეა. სასიკვდილო, სასიყვარულო, ფინანსური, ასევე არსებობს წყევლა, ვუდუს ჯადო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცხოვრება ბუმერანგია, ყველაფერი უბრუნდება ადამიანს. რაც შეეხება დაცვას, ეკლესიაა ეს, მარხვა, ლოცვები. ასევე დიდი ძალა აქვს ვერცხლს, სამაჯური უნდა გაიკეთოთ მარჯვენა მაჯაზე და მარჯვენა ფეხზე. როგორ უნდა გავწმინდოთ ვერცხლი, ის ღამით უნდა ჩავდოთ საყინულეში, დილით მაშინვე გაიკეთეთ. ის ნებისმიერი ენერგეტიკული დარტყმისგან დაგიცავთ და აღსადგენად კარგია ოქრო, ის მარცხენა ხელზე უნდა გაიკეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები