LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე გამოსხივებისგან?

132
Screenshot 2024-07-19 142142

მზის აბაზანების მიღება ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს თუკი ეს სადმე ლამაზ სანაპიროზე ნებივრობას უკავშირდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული დამწვრობა აბერებს კანს და კანის კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის.

დაიცავით კანი
მზისგან დამცავი საშუალება მომავალში მთელი რიგი გართულებებისთვის თავის არიდების პროფილაქტიკური საშუალებაა. ბაზარზე არსებული მილიონობით ვარიაციისგან სასურველის არჩევისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება იქნება კარგი.

  1. დაცვის ხარისხი
    მზისგან დამცავი კრემი თუ სპრეი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ ის არამხოლოდ დამწვრობისგან არამედ კანის დაბერებისგანაც გიცავდეთ. ამისთვის შეფუთვაზე B ჯგუფის ულტრაიისფერ სხივებთან ერთად A ჯგუფიც უნდა იყოს ხსენებული.
  2. რას ნიშნავს SPF?
    SPF მზისგან დამცავი ფაქტორია. როგორც ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება არჩევანი მინიმუმ SPF 30 დაცვით უნდა შეაჩეროთ, ხოლო რაც უფრო ღია ფერის კანი აქვს ადამიანს დაცვა კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს.
  3. წყალს უძლებს?
    მაშინაც კი როცა შეფუთვას აწერია, რომ კრემი წყალგამძლეა – მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და წყალში ყოველი ჩასვლის შემდეგ დაცვა განაახლოთ.
  4. წყალზე დამზადებული
    ზეთოვან კრემებს ყოველთვის წყალზე დამზადებული კრემები სჯობს, თუმცა ბუნებრივია, საბოლოო არჩევანი ძალიან ინდივიდუალურია. ასევე თქვენი სურვილების მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ სპრეი გირჩევნიათ თუ კრემოვანი მასა.
  5. როდის ვისმევთ?
    მზისგან დამცავი უნდა წაისვათ ყოველთვის, როცა კი სახლიდან გარეთ გახვალთ. გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალია მაშინაც კი როცა ღრუბლიანი ამინდია და თითქოს ტემპერატურაც არ არის ძალიან მაღალი. დამცავი სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე წაისვით და შეეცადეთ რომ ის ყოველ 2 საათში განაახლოთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები