LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგეტიკისგან – 7 რჩევა სპეციალისტისგან

96
imgpreview

დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, ვისაც სრულ იზოლაციაში შეუძლია ყოფნა. როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობას სხვებთან ერთად უწევს თანაარსებობა.

ალბათ ყველას გამოუცდია აპათიის, დაღლილობის და თავის ტკივილის შეგრძნება ზოგიერთ ადამიანთან კომუნიკაციის შემდეგ. ასეთ ადამიანებს „ენერგეტიკულ ვამპირებს“ უწოდებენ.

რა უნდა ქნათ მაშინ, როცა ნეგატიურ ადამიანთან კომუნიკაცია ძალიან ხშირად გიწევთ, მათთან მუშაობთ ან კიდევ უფრო უარესი – მეგობრობთ.

1. პირველ რიგში კარგი გამოძინებაა საჭირო.
დიახ, დღე-ღამეში 7-8 საათიანი ძილი დაგეხმარებათ რომ დასვენებული და მაქსიმალურად დადებითი ემოციებით დამუხტული იყოთ.

2. შეეცადეთ ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ.
პოზიტიური განწყობით ნეგატიური ადამიანის დამარცხებაც კია შესაძლებელი. ისინი ხომ სწორედ უარყოფითი ემოციებით იკვებებიან, დადებით ადამიანებს კი მაქსიმალურად გაურბიან.

3. გააძლიერეთ იმუნიტეტი, მიიღეთ ბევრი ვიტამინი.

4. ნეგატივის დამარცხებას ხელს უწყობს მედიტაცია და იოგა.

5. თუკი ადამიანი თქვენზე უარყოფითა მოქმედებს, უბრალოდ გაიღიმეთ და დაეთანხმეთ მის სიტყვებსა თუ რჩევებს.
ამ დროს გონებაში ბარიერი უნდა ააგოთ და მაქსიმალურად ეცადოთ მხოლოდ დადებითზე ორიენტირდეთ.

6. ასეთ ადამიანებთან კომუნიკაციისას დახურული პოზა მიიღეთ.

7. წყალი – საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ცხელი შხაპი ძალიან დაგეხმარებათ, წყალს ემოციური „ჭუჭყის“ ჩამობანაც შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები