LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიწყოთ ახალი წელი სწორად – 6 მარტივი რჩევა

138
Screenshot 2024-01-05 112055

ახალი წლის დასაწყისი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ახალ შესაძლებლობებს და საკუთარი თავის გაუმჯობესებას უკავშირდება. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მეტი მნიშვნელობა ისეთ გადაწყვეტილებებს ენიჭება რომელიც გრანდიოზული, ცხოვრების შემცვლელი და ზედმეტად გაბედულია, თუმცა ხშირად არანაკლებ საყურადღებოა ერთი შეხედვით ყოფითი, შეუმჩნეველი წვრილმანები.

რამდენიმე მარტივ ჩვევას ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. სპეციალისტებმა საკუთარ თავზე დაკვირვებითაც დაამტკიცეს, რომ ეს ჩვევები დადებითად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი წლის სწორად დასაწყებად უკეთესს ვერაფერს იზამთ.

1. ძილი
კარგი ძილის გარეშე ორგანიზმის ყველა სხვა ფუნქცია ირღვევა და ბევრ უძილო ღამეს საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. წლის დასაწყისშივე შეადგინეთ სწორი რეჟიმი და მისი დაცვა მთავარ პრიორიტეტად გადააქციეთ.

2. წყალი

იმისათვის რომ ორგანიზმის ჰიდრატაცია სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შორის ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ, დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა წყლით. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო წყლის მიღებაც გააკონტროლეთ.

3. კანის მოვლა
ამ საკითხს შესაძლოა ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდეს ვიდრე ძილს თუ წყლის მიღებას, თუმცა კანზე ზრუნვა სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ როგორც ახლა, ასევე სამომავლო პერსპექტივაშიც. დილის და ღამის რუტინა წლების განმავლობაში იდეალური კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

4. სამსახურისა და დასვენების ბალანსი
უმრავლეს შემთხვევაში სამსახური სხვა ყველაფერთან შედარებით პრიორიტეტია ხოლმე. მუყაითად მუშაობის უნარი რა თქმა უნდა, დიდად დასაფასებელია, თუმცა ზოგჯერ წარმატების მთავარი საიდუმლო იმის ცოდნაა, თუ როდის უნდა გადადოთ საქმე გვერდით და გააკეთოთ ის, რაც მართლა გიყვართ.

5. პოზიტიური დილა

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს დილით ადრე ადგომა, დილის პოზიტიურად დაწყება რამდენიმე მარტივი რიტუალითაა შესაძლებელი. ეს რიტუალები ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და თავად უნდა იპოვოთ ის რაც გაბედნიერებთ. იქნება ეს მუსიკა, ფინჯანი ყავა თუ სამოტივაციო მედიტაცია.

6. მადლიერების ჟურნალი
კარგი იქნება მადლიერების ჟურნალის შექმნა და ყოველდღიურად იმ მოვლენების გახსენება რისთვისაც მადლიერი ხართ. ეს მეთოდი პოზიტივზე კონცენტრირებაში და დადებითი ემოციების აკუმულირებაში დაგეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები