LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიწყოთ მცირე ბიზნესი?

734

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მეწარმეობის განვითარების სააგენტოს  მიერ 1450 ბენეფიციართან გაფორმებულია 1031 ხელშეკრულება. ამის შესახებ ”ფორტუნას” მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბენეფიციართა 39% ქალია. „ამჟამად დამტკიცებული ბიზნეს გეგმებიდან 39% ქალ მეწარმეებს ეკუთვნის, ხოლო  რეგიონებში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამტკიცებული გეგმების 40%-მდე სოფლის მეურნეობის დარგებზე მოდის,“- განაცხადა ანთიამ.

როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგების გარდა დაფინანსებულია სხვა სექტორებიც. კერძოდ,  სასტუმროსა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბიზნესები, მეტალისა და პლასტმასის საამქროები, ავეჯის წარმოება, ავტო-ტექ. მომსახურების, სილამაზისა და ესთეტიკის სალონების გახსნა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება შემდეგ ძირითად მიზნებს:

  • მეწარმეების მხარდაჭერა განავითარონ მიკრო და მცირე ბიზნესი
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება
  • რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაცია
  • რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლების ზრდა

რაც შეხება დაფინანსებას, ანთიას თქმით, სესხი გაიცემა შემდეგი სქემით:

  • ერთი მეწარმე / 5000 ლარი / თანამონაწილეობა 20%
  • ორი მეწარმის ამხანაგობა / 10 000 ლარი / თანამონაწილეობა 20%
  • სამი მეწარმის ამხანაგობა / 15 000 ლარი / თანამონაწილეობა 20%

”პროგრამის ბენეფიციარების შერჩევა ხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე ბიზნეს-იდეების კონკურსია, იდეებს მონაწილეები ონლაინ რეჟიმში აპლიკაციის შევსების გზით გვაწვდიან. მეორე ეტაპი ბიზნეს-გეგმების წერის ტრენინგია, მესამე კი უკვე ბიზნეს-გეგმების დაფინანსება. თანხა ეტაპობრივად გაიცემა პროგრამის იმ ბენეფიციარებზე, ვინც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად საკუთარი 20%-იანი თანამონაწილეობა უკვე მიზნობრივად გახარჯა,” – განუცხადა ”ფორტუნას” ოთარ ანთიამ.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის  განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

mazda magti 5g