LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში, ბაკურიანში ახალი სასტუმრო გაიხსნება

88

სახელმწიფო პროგრამის ”უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ახალი სასტუმრო გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოდან აცნობეს, შპს „პი-ემ-ჯი“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.

სააგენტოს მხარდაჭერით, მორიგი ბენეფიციარი, შპს „პი-ემ-ჯი“  სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის დასრულებას შეძლებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 810 000 აშშ დოლარს შეადგენს.  სასტუმრო 2016 წლის დეკემბრის თვეში გაიხსნება და 37 ადამიანი დასაქმდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასტუმრო მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს  შესთავაზებს.

ამ დროისთვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში,  ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფომ უკვე 7 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას დაუჭირა მხარი, რომელიც დამატებით 200-ზე მეტ ოთახს შექმნის და 180-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი,შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ. „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

პოპულალურები