მორიგმა დღესასწაულმა ჩაიარა, ახლა დროა მოდუნდეთ და თქვენს თავს მიხედოთ. ეს 5 რჩევა კი სხეულსა და გონებას სტრესისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.
დროა საკუთარ თავზე იზრუნო
სადღესასწაულო სამზადისი თუ ვალდებულებები დასრულდა და ახლა დროა საკუთარ თავზე კონცენტრირდეთ. პატარ-პატარა სიამოვნებები ამ პროცესში ძალიან დაგეხმარებათ.
გაისეირნე
მარტივად ჟღერს არა? არადა დღის ყველაზე რთული ნაწილია, ადგე კარი გააღო და გარეთ გახვიდე სასეირნოდ. სიარული აზრების დალაგებაში, სხეულის გავარჯიშებაში, სუფთა ჰაერის მიღებასა და D ვიტამინის მარაგების შევსებაში დაგეხმარებათ.
ისიამოვნე ცხელი სასმლით
კაკაოს, ყავის ან ცხელი ჩაის ფინჯანი განწყობის გაუმჯობესებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. არასდროს დაიშუროთ დრო ამ სასიამოვნო რიტუალისთვის.
ცხელი აბაზანა
სახლში სპა საღამოს მოწყობა ყოველთვის კარგი აზრია. ცხელ წყალში ნებივრობა კუნთების მოდუნებასა და გონების განიავებაში დაგეხმარებათ.
კარგი წიგნი
ნუ დაელოდებით შვებულებას იმისთვის, რომ კარგ წიგნს ჩაუჯდეთ. კითხვა საუკეთესო გზაა გასაქცევად, თანაც ისე რომ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა არ დაგჭირდეთ. კითხვა გონებისა და მეხსიერების სტიმულირების საუკეთესო გზაცაა.
მოამზადე რაიმე გემრიელობა
დღესასწაულებზე ჭამა-სმა დამღლელია, თუმცა როცა ეს ყველაფერი დასრულდება საკუთარი თავისთვის, მშვიდად რაიმეს მომზადება შესაძლოა ძალიან სასიამოვნო იყოს. ამ ყველაფერს თუ საყვარელი ღვინის თანხლებით გააკეთებთ, მთელი პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.