მომღერალი თიკა ჯამბურია დედისა და შვილის თვალწინ პატრულმა არასწორი პარკინგის შემდეგ დააკავა, როცა მომღერალმა, პატრულის თქმით, მათ წინააღმდეგობა გაუწია. პატრულის მანქანაში აღმოჩნდა მომღერლის არასრულწლოვანი შვილიც.
მომხდარით გაოგნებულები არიან თიკას კოლეგები.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს, რომლებიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ნატო დუმბაძე:
როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]
მაიკო კაჭკაჭიშვილი:
“დამნაშავეები დააკავეთ, თიკა ჯამბურიასთვის “ნარუჩნიკი” რო არ დაგედოთ შვილის თვალწინ, შეშალეთ ბავშვი, თქვე ცხოველებოო!!! რას ერჩით, დაგეწერათ ჯარიმა !!!!!!ფუუუ, სად გზრდიან საერთოდ !!!! მთელი ცხოვრება თქვენთან ბრძოლაში გავატარე, იმდენად მიუღებელი ცხოველები ხართ, რომ მინდა, ცხელ “პლიტა”-ზე საჯდომით დაგსვან და გიყუროთ, მერწყევინება თქვენზეეე !!!!”
მარიშკა ჯავახაძე:
“პატარა ბავშვს რა უნდა პატრულის მანქანაში?! რას უშვებით ამით ბავშვის ფსიქიკას, თქვენ ხვდებით საერთოდ?!!!
ან თიკას რა უნდა ექნა ესეთი, რომ შვილის წინ აუცილებელი გახდა მისი დაკავება?!!!”
კახა მამულაშვილი:
“ეს რა არის, ფარული კამერაა?!.”