LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადება ბებიობისთვის გიო ხუციშვილის ცოლი: „უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ ჩავერთვები შვილიშვილის აღზრდაში…“

3199
მაია ჯორჯაძე და ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი და მისი მეორე ნახევარი შვილს ელოდებიან.

ზუკას დედა, მუსიკოსი მაია ჯორჯაძე ჟურნალ „სარკეს“ შვილიშვილის მოლოდინის ემოციებს უზიარებს:

„სიახლეებს ველოდებით, მაგრამ ამ თემას ვეღარ განვავრცობ, რადგან როცა ყველაფერი მოხდება, შემდეგ ვისაუბროთ ხმამაღლა.

ალბათ, დიდი სურვილი გაქვთ, მალე გახდეთ ბებია…

კი, ნამდვილად დიდი სურვილი მაქვს, ბებია გავხდე. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ ჩავერთვები მის აღზრდაში. ერთად ვცხოვრობთ და როდესაც ეს ბედნიერი მომენტი დადგება, ყველანაირად შევუწყობ ხელს…

რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც რძალი ოჯახში შემოდის, ურთიერთობა რომ ჰარმონიული იყოს?

ვფიქრობ, შვილის ოჯახურ ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, იქ არ უნდა ჩაერიოს არც დედამთილი და არც სიდედრი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g