LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფიქრობთ CNN კობახიძის პოსტებს კითხულობს? – ანა ნაცვლიშვილი

164
Capture

ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელიც საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის შესახებ CNN- ის კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვას ქვეყნისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნას უკავშირებს, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება.

დეპუტატი ამბობს, რომ კობახიძის ფეისბუქ პოსტით, რომელიც არის ხელისუფლების პასუხი ქვეყნის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებაზე, არაფერი შეიცვლება.

ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

„როდესაც გლობალურ მსოფლიო ტელევიზიაზე გადის ასეთი ინფორმაცია, ხელისუფალს აქვს ორი არჩევანი: იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე, რეპუტაციაზე და საქმიანი ნაბიჯები გადადგას. მეორე, მოიქცეს იმგვარად, როგორც იქცევა კობახიძე.

როგორ ფიქრობთ, CNN კობახიძის პოსტებს კითხულობს?  ან მისი ფეისბუქ პოსტით ვინმე დაინტერესდება და ეს გამოასწორებს საქართველოსთვის მიყენებულ ზიანს?

CNN ეს არის მედია, შესაძლოა მასთან დაკავშირება სახელმწიფოს ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით და ყველა სათანადო ინფორმაციის მიწოდება თუ თვლის მმართველი პარტია და სახელმწიფო ინსტიტუციები, რომ მათ აქვთ სათანადო სათქმელი, რომ გააქარწყლონ, თუნდაც კითხვის სახით დასმული საკითხი“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„ლელოს“ დეპუტატი ამბობს, რომ ფეისბუქ პოსტებით საქართველოს შესახებ არსებული მძიმე ეჭვები არ გაქარწყლდება და არც რაიმე უკეთესობისკენ წაიწევს ეს საკითხი.

“CNN-ზე ითქვა ტყუილი, სერიოზული ძალის ინტერესია, შეგვიქმნას ხელოვნური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე

“მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ” – ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g