LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაამარტივებს რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს

83

რუსეთის მთავრობა საქართველოს ავიაკომპანიების თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მიმართული სამუშაოები გაგრძელდება.

„მხარეებმა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების მიმდინარე ზრდას გაუსვეს ხაზი. მგზავრთა ორმხრივმა ნაკადმა 400 000 ადამიანს გადააჭარბა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რეკორდულად დიდი რაოდენობა ფიქსირდება  და წელს ქვეყანა დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g