„მასტერშეფის“ მონაწილემ, გაიანე კარაპეტიანმა შორენა ბეგაშვილის გადაცემაში დანგრეულ ქორწინებაზე ისაუბრა.
გაიანე კარაპეტიანი:
„ბედნიერად ვცხოვრობდით ბოლო წუთამდე, სანამ გავიგე ღალატი, ის, რაც თითქმის ყველა ოჯახში ხდებოდა. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, შოკში ვიყავი, როცა გავიგე. არ მეგონა, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემზე გიჟდებოდა, მიღალატებდა. პრობლემური არ ვიყავი და თვითონაც მოსწონდა, სიმპათიურიც ვიყავი, ახალგაზრდაც, კაი ლაპარაკიც მიყვარდა. რომ გავიგე, რომ სხვა ქალი გაჩნდა, მეც გამიკვირდა. მქონდა რთული დღეებიც და დროც. ალბათ, დეპრესია ერქვა, თუმცა მაშინ არ ვიცოდი. ორი შვილი გყავს, ცხოვრობ დედამთილ-მამამთილთან ერთად, რძალიც ხარ, შვილიც ხარ, სულ სტუმრები მოდიოდნენ-მიდიოდნენ, ძალიან მხიარული ოჯახი იყო, მაგრამ ამის შემდეგ აღარ იყო მხიარული…
იმ ქალბატონზე ცუდის თქმა არ მინდა, რადგან თვითონაც დედაა და ახლა ჩემი მეუღლის გვერდზეა, ღმერთი ზევითაა, რასაც იტყვი, უკან დაგიბრუნდება.
ძალიან ბევრი წელი ველოდებოდი. ბავშვებზე ვფიქრობდი, რომ მამა უნდოდათ. დაბრუნდა სამჯერ ოთხი წლის განმავლობაში. მივიღე, იმიტომ, რომ მიყვარდა. მეოთხედ რომ წავიდა, მორჩა, ძმაკაცებივით ვიყავით, მაგრამ ჩემს გულში რა ხდებოდა, ეს ღმერთმა იცის…
ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, ვინ ვარ მე, მიკვირდა, თვითონ რატომ გააკეთა ასე…“