გასულ სეზონში სასწაული მოხდა: გრანდებითა და ვარსკვლავებით გადაძეძგილი ინგლისის პრემიერლიგა მოკრძალებულმა ”ლესტერმა” მოიგო. წელს ”მელიები” უკვე ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდნენ, თუმცა მანამდე სამყარო ჭკუიდან გადაიყვანეს და ყველგან ”ლესტერელები” ელანდებოდათ.
ტატუ-სალონებში საგრძნობლად გაიზარდა კლიენტების მოდინება, ვიღაცამ რომის ”კაპიტანი მორგანის” ლიმიტირებული პარტია გამოუშვა და ეტიკეტზე უეს მორგანი გამოსახა, ასევე გაყიდვაში გამოჩნდა ლუდი ”ვარდის დარტყმა”. თუმცა იყო ისეთი რაღაცეებიც, რაც მარკეტინგულ-კრეატიულ ჩარჩოებს გასცდა.
ლესტერის უნივერსიტეტმა თავისი შენობას სახელი გუნდის საპატივსაცემოდ გადაარქვა
ლესტერის Pizza Hut კოლექტივმა ფეხბურთელების სახელები აიღეს
ლესტერის კოსმოსური აღნიშვნა
შესაძლოა საუკეთესო საფეხბურთო სტრიტ-არტი
”მონოპოლია” ფეხბურთელებით ქუჩების, გზებისა და რაიონების ნაცვლად