LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავურჩეთ საცობს? 7 რჩევა

162
Capture

დაუსრულებელ საცობებს, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას წარმოადგენს ხასიათის და ხშირ შემთხვევაში მთელი დღის გაფუჭება შეუძლია. თუკი დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ყოველ დღე დადიხართ სამსახურში, მაშინ დამღლელი, უძრავი და შემაღონებელი საცობი თქვენთვის ძალიან ნაცნობ ფენომენს წარმოადგენს.

სპეციალისტები გვირჩევენ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია საცობში იმისთვის, რომ კარგი განწყობა და ჯანსაღი ფსიქიკა შევინარჩუნოთ.

1. განწყობა
სწორი განწყობა და მომზადება დაგეხმარებათ საცობში ყოფნის დროს ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნოთ. საცობს სხვა თვალით შეხედეთ, ჩათვალეთ რომ რამდენიმე თავისუფალი საათი გაქვთ და შეგიძლიათ უბრალოდ ამ დროით დატკბეთ.

2. გააფრთხილეთ ბოსი, ოჯახი, მეგობრები და ა.შ.
გააფრთხილეთ ის ადამიანები ვინც გელოდებიან და რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას მით უკეთესი. საცობი თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის.

3. გამორთე ძრავა
თუკი უახლოესი რამდენიმე წუთი მაინც უძრავად უნდა იდგე, უმჯობესია ძრავა გამორთო. ეს საწვავსაც დაგიზოგავს და გარემოსაც არ დააბინძურებ. დიდ ქალაქებში დაბინძურების მთავარი წყარო სწორედ საცობია.

4. იყავი ფხიზლად
შესაძლოა რამდენიმე წუთი და ზოგჯერ საათიც თითქმის უძრავად იყო, თუმცა ყურადღება არ უნდა მოადუნო. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე ძალიან ბევრი უყურადღებო მძღოლი შეგხვდება.

5. იქონიე წიგნი, ჟურნალი, კროსვორდი ან რამე, რაც დროის გაყვანაში და გართობაში დაგეხმარება.

6. კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან

თუკი წარმოდგენაც არ გაქვს, თუ რა გახდა საცობის მიზეზი, ფანჯარა ჩამოსწიე და გაიგე თუ რას ამბობენ სხვა მძღოლები. კომუნიკაციაში დროსაც უფრო საინტერესოდ გაიყვან.

7. ხემსი
მუდამ იქონიე თან რაღაც გემრიელი ხემსი, რომელიც ენერგიებისა და განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები