დომინიკ ვესტისა და ლილი ჯემსის ხანმოკლე რომანზე დღეს მსოფლიო მედია წერს. წყვილს რომანტიკული რომაული არდადეგები ნამდვილ კოშმარად ექცა. ლილი ჯეიმსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას ერიდება. დომინიკ ვესტი კი ცოლთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. მედია კვალდაკვალ მიყვება მოვლენათა ქრონოლოგიას და ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაიწყო ჯეიმსისა და ვესტის რომანი.
ირკვევა, რომ წყვილმა რომაული ტურნე საგანგებოდ დაგეგმა, ისინი საიდუმლოდ გაემგზავრნენ იტალიის დედაქალაქში ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში ვრცელდება. ფოტოები აეროპორტშია გადაღებული, როდესაც ვესტი და ჯეიმსი რეგისტრაციას გადიან. მათ ჩემოდნები აქვთ და პირბადეები უკეთიათ. სავარაუდოდ, ფოტოები ფანებმა გადაიღეს და მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს.