LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიხატება დეპრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

699
მაგდა-ფერაძე

როგორ გამოიხატება დეპრესია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.

როგორ ხდება დეპრესიის დადგენა?

პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ცუდი განწყობა და დეპრესია ერთმანეთისგან. დეპრესია ეს არის მძიმე კლინიკური დიაგნოზი და მისი დიაგნოსტირება სპეციალისტმა (ფსიქიატრმა, ფსიქოთერაპევტმა) უნდა მოახდინოს. არსებობს ორი სახის დეპრესია ენდოგენური და ეგზოგენური.

ენდოგენური დეპრესია გულისხმობს ბიოლოგიურ ფაქტორებს, რომელიც ადამიანის შიდა მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული და ერთი ცალსახა მიზეზი არ არსებობს.
ეგზოგენური დეპრესია გარე გამომწვევი ფაქტორებითაა განპირობებული. მაგ: სტრესზე შემდგომი რეაქცია, მძიმე დიაგნოზი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურის დაკარგვა, ეკონომიური სიდუხჭირე, მენტალური თუ ფიზიკური ტრავმა და სხვა მრავალი.

რა სიმპტომები ახასიათებს დეპრესიას?

სიმპტომები სხვადასხვაა: ძილის და მადის დარღვევა; ინსომნია ან ჰიპერსომნია; წონაში უმიზეზო კლება ან მატება.

ამ დროს ადამიანს უჭირს დილით გაღვიძება და როგორც წესი იღვიძებს უკვე დაღლილი ცუდ გუნებაზე. დღის განმავლობაში ეცვლება ხასიათი, ხშირად უმიზეზოდ ტირის. განიცდის რესურსის და ენერგიის ნაკლებობას. ასევე შესაძლოა ჰქონდეს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება. მომავლის ვერ დანახვა ან მუქ ფერებში დანახვა. სიხარულის სიამოვნების და სექსუალური ენერგიის ლიბიდოს, დაქვეითება. უიმედობის განცდა, აკვიატებული ფიქრები ავადმყოფობაზე, სიკვდილზე ან სუიციდზე.

რა ხდება დეპრესიის დიაგნოზის დასმის შემდეგ?

დეპრესიის დიაგნოზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, ასევე, თუ საჭიროა ფსიქიატრის ჩართულობა მედიკამენტებით. ოჯახის წევრების და მეგობრების მხარდაჭერა, რათა ადამიანი არ მოექცეს სრულ იზოლაციაში და იგრძნოს რომ მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, არ მოხდეს მისი ცუდად ყოფნის გაუფასურება. ასევე, დიდი როლი ენიჭება სხეულზე ზრუნვას, ვარჯიშს, ფეხით სიარულსა და ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია მზეზე ყოფნა, რადგან D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად განაპირობებს დეპრესიულ განწყობას.

ამ დიაგნოზის მთავარი გაცდა – სირცხვილის და დანაშაულის განცდაა, სწორედ ამას ამუშავებს ადამიანი თერაპიაზე, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავს არ გრძნობდეს დამნაშავედ. დეპრესია მართვადი და განკურნებადია,მთავარი დროულად მოხდეს მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა. დეპრესია განაჩენი არ არის.

magti 5g