LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Bugatti–ს საიდუმლო ჰიპერქარი

64
buggati20102

პაპარაცებმა Bugatti–ს ახალი მოდელის გადაღება შეძლეს. საიდუმლოებით მოცული ჰიპერქარის თიზერი ფრანგულმა ბრენდმა ერთხელ უკვე გაავრცელა და მას შემდეგ დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებდა. როგორც მოსალოდნელი იყო საუბარია სარბოლო ბოლიდზე, რომელმაც საკმაოდ აგრესიული აეროდინამიკა მიიღო და საერთო მოხმარების გზებისთვის არ არის განკუთვნილი. სიახლის ონლაინ–პრემიერა 28 ოქტომბერს გაიმართება.

უკომპრომისო Bugatti–ს უჩვეულო უკანა ოპტიკა და მასიური სპოილერი აქვს. ძარის დეტალების შეთვალიერება პაპარაცულ ფოტოში ცოტა რთულია, რადგან კადრი საკმაოდ შორიდანაა გადაღებული და თან მოდელი კამუფლაჟშია გახვეული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სარბოლო ჰიპერქარი მოდელი Chiron–ის ბაზაზე აიგო და ძარის ფორმა ბოლიდს უფრო მარტივად სამართავს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Bugatti–ს პრეზიდენტმა ჟურნალისტების ვარაუდები დაადასტურა და განაცხადა რომ ჰიპერქარი სუპერ–მსუბუქი იქნება. საქმე ისაა, რომ აეროდინამიკის გაუმჯობესების მიზნით ჰიპერქარმა სიმძლავრისა და წონის იდეალური თანხვედრა მიიღო.

ბრენდი მოდელის პრემიერას 28 ოქტომბრისთვის გეგმავს. ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად, ინდივიდუალური შეკვეთით აიწყო, ასე რომ მისი ფასი დაბალი ნამდვილად არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g