LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ცნობილი მსახიობი სერიალიდან ,,ბლანკოს ქვრივი” – 59 წლის მარია ელენა დოერინგი ფანტასტიკურ ფორმაშია

651
ბლანკოს-ქვრივი

26 წელი გავიდა მას შედეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა კოლუმბიური სერიალი „ბლანკოს ქვრივი“. სერიალი იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი გამოსვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში რიმეიკიც გადაიღეს. ცხადია, ახალმა სერიალმა ძველის პოპულარობა ვერ დაჩრდილა. სერიალში საიდუმლოებით მოცული ალისიაა გუარდიოლა ბლანკოს როლს უმშვენიერესი მსახიობი მარია ელენა დოერინგი ასრულებს. მისი პარტნიორი სერიალში შეუდარებელი ოსვალდო რიოსია.

მონიკასა და ხუანის ჯადოსნური სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა – ორივე მსახიობის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა

მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოს ქვრივის“ შემდეგ მარია ელენ დოერინგმა არაერთ სერიალსა და ფილმში მიიღო მონაწილეობა, ყველას ის სწორედ ამ სერიალიდან ახსოვს. ამ ეტაპზე მსახიობი მინი-სერიალებში მონაწილეობს.

მარია ელენა დოერინგი ახლა 59 წლისაა და ზუსტად ისეთივე მომხიბვლელია, როგორც 26 წლის წინ.