LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ვნახავთ „ფარული ვნების“ ახალს სეზონს და რატომ ჩაანაცვლა ლათინოამერიკული სერიალები თურქულმა ტელე-ნოველებმა – საინტერესო ფაქტები ბლოგერ თათია ტაბატაძისგან

1169
page

რა სიახლეები ელოდება ლათინოამერიკული სერიალების მოყვარულ მაყურებლებს – ამ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ ეთერში ლათინოამერიკული სერიალების ბლოგერმა, თათია ტაბატაძემ ისაუბრა.

საქართველოში, სამწუხაროდ უკანა პლანზე გადაიწია ლათინოამერიკულმა სერიალებმა, თუმცა, მსოფლიო მასშტაბით მათი ყურებადობა არ შემცირებულა. ჩვენ, რადგან თურქეთის მეზობელი ქვეყანა ვართ, მგონი ამ კუთხით ამჯობინეს, მეზობელი ქვეყნის სერიალებით ლათინოამერიკული სერიალები ჩაენაცვლებინათ.  ამავდროულად, ლათინოამერიკული სერიალები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე თურქული.  ამ ეტაპზე, ლათინო ამერიკაში „ტრენდად“ არის ქცეული ძველი სერიალების ახალი სეზონების გადაღება, რომელიც ძალიან პოპულარული იყო წლების წინ და ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ კუთხით წარმოაჩინონ ტელეკომპანია თავიდან.

მიმდინარეობს „ფარული ვნების“ მეორე სეზონის გადაღება, რომელიც 17 წლის შემდეგ ბრუნდება. ტელეეკრანებზე სერიალი 14 თებერვალს ბრუნდება. ეს არის საპრემიერო დღე. „ტელემუნდომ“ გადაწყვიტა 2022 წელი გახსნას „ფარული ვნების“ სეზონით. ისევ იგივე მსახიობები იქნებიან. არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს და „იმედს“ სურს სერიალის ყიდვა, თუმცა ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულაც“ დაინტერესდა, ამიტომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ფარული ვნების“ მეორე სეზონი იქნება ძალიან მაღალი დონის და ძვირადღირებული. სერიალის გაყიდვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთთან, რუსეთთან და არგენტინასთან. ძალიან დიდია „ფარული ვნების“ მეორე სეზონის შექმნისთვის გაწეული თანხა, თუმცა მოგებაც ძალიან დიდი იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალბედა მსახიობებს შანსი მისცეს სერიალში მიეღოთ მონაწილეობა, რომლებიც „ტელემუნდოს“ ახალ ეპოქას შექმნიან.

ვიდეო: „ფარული ვნება“ „ნეტფლიქსმა” იყიდა – ნახეთ ახალი „თრეილერი“ და დეტალები

„ფარული ვნების“ პირველი თრეილერი გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები