LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება „დინამო არენა“ რობი უილიამსის კონცერტამდე ორი დღით ადრე (ფოტოები)

212

როგორც „Check In Georgia“-ს ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება, რობი უილიამსის კონცერტისთვის, რომელიც 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება, ყველა მოსამზადებელი სამუშაო თითქმის დასრულებულია.

ბრიტანელი სუპერვარსკვლავის შოუსთვის სცენის აწყობა „სთეიჯ დიზაინ გრუპის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს და ამ დროისთვის ძირითადი ტექნიკური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რობი უილიამსი ქართველ მსმენელს გრანდიოზულ შოუს ჰპირდება.

რობი უილიამსი თბილისურ კონცერტზე ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს. 27 მაისს „დინამო არენას“ კარი მსმენელისთვის დღის 5 საათიდან გაიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები