კომპანია Hyundai–მ კომპაქტური კროსოვერი Venue-ს ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა. სიახლე ბრენდის ხაზში მოდელ Kona–ზე ერთი საფეხურით დაბლა დგას. ავტომობილის პრემიერა 17 აპრილისთვის ერთდროულად ორ ადგილას – ნიუ–იორკსა და ნიუ – დელიშია დაგეგმილი.
გავრცელებული თიზერის მიხედვით, კროსოვერის დიზაინი Kona–ს სტილშია შესრულებული, თუმცა რადიატორის ბადე ბევრად უფრო დიდია. როგორც ვარაუდობენ, Hyundai Venue–ს სიგრძე 4 მეტრს აჭარბებს და მისი აგრეგატი ლიტრიან ტურბოძრავს და 7 საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფს მიიღებს.
როგორც კომპანიამ მანამდე განაცხადა, ახალი კროსოვერი „საქალაქო თავგადასავლებისთვისაა“ შექმნილი და ის ყველაზე მეტად აქტიურ ახალგაზრდებს მოეწონებათ.