LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Lamborghini–ს ახალი კუპე

172

ავტომწარმოებელმა Lamborghini -მ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე ახალი კუპე Lamborghini Aventador SVJ-ის ფოტოები გამოაქვექნა. მწარმოებლების შეფასებით სუპერქარს ”გასაგიჟებელი შესაძლებლობები” აქვს, მთავარ ღირსებად კი აეროდინამიკის სისტემა შეიძლება ჩაითვალოს .

Aventador SVJ–ს 6,5 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს და 770 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ტესტირების დროს კი ”გასაგიჟებელი შესაძლებლობების” მქონე სუპერქარმა ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა.

ავტომრბოლელმა მარკო მაპელმა Aventador SVJ-ით  6 წუთსა და 44,95 წამში დაფარა სატესტო ტრასის მონაკვეთი, რაც Porsche 911 GT2 RS- ის მაჩვენებელზე 2 წამით და ელექტრო სუპერქარ Nio EP9-ზე 1 წამით კარგი მაჩვენებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები