LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება მაურისიო ისლასი სერიალიდან „გრძნობათა ტყვეობაში“, რომელმაც ერთ დროს უამრავი ქალი მონუსხა

215
მაურისიო-ისლასი

დღემდე ყველას ახსოვს 2004 წლის ცნობილი კოლუმბიური სერიალი „გრძნობათა ტყვეობაში“. სერიალმა, სადაც მთავარ როლებს გაბრიელა სპანიკი და მაურისიო ისლასი ასრულებდნენ, იმდენად მაღალი რეიტინგი აჩვენა, რომ იმ პერიოდის ყველაზე გაყიდვადი ტელენოველა გახდა. გაბრიელა სპანიკი დღემდე აქტიურად აგრძელებს კინო კარიერას, უბრალოდ მას დიდი ხანია არ ჰქონია მთავარი როლი „ტელემუნდოს“ სერიალში. მედია წერს, რომ სულ მალე მას კინოკომპანია ახალ როლზე დაამტკიცებს, სადაც სპანიკის პარტნიორი ნატაშა კლაუსი იქნება.

რაც ეხება მაურისიო ისლასს, მამაკაცს, რომელმაც 2000-იანებში ყველა ქალის გულის დაპყრობა შეძლო, ის ახლა 49 წლისა. მისი ბოლო სერიალი 2019 წლით თარიღდება. ისლასი ეკრანებზე 90-იან წლებში გამოჩნდა და არაერთ კოლუმბიურ სერიალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ ტელენოველებში, როგორიცაა „ბოშების სიყვარული“, „ჩემი ცხოვრება, შენ ხარ“, „საშობაო ისტორია“ და სხვა, თუმცა საქვეყნო აღიარება მას სწორედ სერიალმა „გრძნობათა ტყვეობაში“ მოუტანა. ეს სერიალი საბედისწერო აღმოჩნდა მსახიობისთვის, რადგან მას სერიალში მონაწილე მსახიობზე, არასრულწლოვან ხენესის როდრიგესზე სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ მას პროექტის დატოვება მოუწია.

დღეს მაურისიო სულ უფრო ხშირად ჩნდება სატელევიზიო გადაცემებსა და პროექტებში.

რა ვიცით მექსიკურ სერიალზე „სასტიკი ქალბატონი“, რომელმაც 2021 წელს ყველა რეკორდი მოხსნა

გახსოვთ მარლენ ფაველა სერიალიდან „ველური კატა“?  – 46 წლის ვარსკვლავი ინსულტის გადატანის შემდეგ, ფანტასტიკურ ფორმაშია

სად გაქრა და როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი ედუარდო მოსკოვისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები