LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან „ელენი და მეგობრები“ 30 წლის შემდეგ – პოპულარული სერიალის გმირები, რომლებიც ყველას მოგვენატრა

340
ელენი-და-მეგობრები

90-იანი წლების დასაწყისში, საოცრად პოპულარული გახდა ფრანგული სერიალი „ელენი და მეგობრები“. სულ სერიალს ჰქონდა 280 ეპიზოდი და არნახული წარმატება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გავიხსენოთ ამ პოპულარული ახალგაზრდული სერიალის, ჩვენთვის საყვარელ გმირები, რომლებიც 30 წლის შედეგ საკმაოდ შეიცვალნენ.

სერიალ „ელენი და მეგობრების“ მთავარი გმირი ქერათმიანი ელენ როლეა. გარდა იმისა, რომ ელენი მსახიობი გახლდათ, ის არაჩვეულებრივად მღეროდა, რაც კარგად გვახსოვს სერიალიდან. მთავარი საუნდტრეკიც სწორედ მის მიერ არის შექმნილი. საინტერესოა, რომ წლების შემდეგ ელენ როლემ უარი თქვა სიქველში მონაწილეობაზეც, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა. 2013 წელს მან ეთიოპიიდან ორი ბავშვი შვილად აიყვანა. ელენი ახლა 56 წლისაა.

რაც შეეხება პატრიკ პიუდერას, რომელიც სერიალში ნიკოლას როლში გვევლინება, ის ახლა 52 წლისაა. პიდერასა და ელენს შორის კადრს მიღმაც იყო რომანი, თუმცა, მსახიობები დაშორდნენ და დღესაც მეგობრები არიან. პიუდერას აქვს თავისი საავტორო დილის გადაცემა.

ასევე სერიალიდან გვახსოვს კაი ანდრიე, დევიდ პრუ, სებატიენ როში, ლორა გუიბერი და სხვები. ბევრი მათგანი ახლა სატელევიზიო სერიალებში აღარ ჩნდება.

როგორ გამოიყურება ცნობილი სერიალის „ელენი და მეგობრების“ მთავარი გმირი დღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები