LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაურბის რომეო ბექჰემი ძმასთან და რძალთან შეხვედრას – ახალი დეტალები ბექჰემების კონფლიქტის შესახებ

289
page

ბექჰემების ოჯახური ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ 20 წლის კრუზი, ცდილობს უფროს ძმას, ბრუკლინს თავი აარიდოს. მედიის ცნობით, კრუზი ხშირად უკავშირდება ნიკოლასა და ბრუკლინის საყვარელი ლონდონური ადგილების მეპატრონეებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი იქ არ იმყოფებიან.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინი და ნიკოლა ბრიტანეთში, Moncler-ის ჩვენებაზე იმყოფებოდნენ, რომელიც ბექჰემების სახლისგან მხოლოდ ორ კილომეტრში მიმდინარეობდა, თუმცა, ეს ვიზიტი ოჯახის წევრებისთვისაც კი საიდუმლოდ დარჩა. წყვილმა ოჯახი არ მოინახულა.

როგორ აატირა ვიქტორია ბექჰემმა ნიკოლა პელტცი ქორწილში – გამოცემა People შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს

ცნობისთვის, ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავის ძმას არ ელაპარაკება. წყაროს ცნობით, კონფლიქტის მიზეზი რომეოს ახალი მეგობარი გოგონა, კიმ ტერნბულია. ირკვევა, რომ წარსულში ბრუკლინი მას ხვდებოდა. შესაბამისად, ბრუკლინსა და ნიკოლას არ სურთ მათთან ერთად დროის გატარება და მაქსიმალურად ერიდებიან ოჯახურ თავშეყრებს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ ნიკოლა და ბრუკლინი დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე.

ქალის გამო გაჩაღებული შუღლი ძმებს შორის – ცნობილია ბექჰემების ვაჟების დაპირისპირების მიზეზი

„ამ სიტყვებით ყველაფერი მკაფიო გახდა!“ – რძალ-დედამთილის შუღლის ფონზე, ბრუკლინ ბექჰემი პოსტს ავრცელებს