LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა ნივთიერებით ზედოზირების შემთხვევები – ექიმი-ფსიქიატრის განცხადება

368

ექიმი-ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ბოლო ერთ კვირაში მომაკვდინებელი ნარკოტიკის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებს პასუხობს.

როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა ნივთიერებიბით გამოწვეული ზედოზირება, მანანა გეგეშიძის სტატუსს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა ნივთიერებით ზედოზირების (ინტოქსიკაციის) შემთხვევები ერთმანეთისგან:

# ალკოჰოლი: სუნთქვის და გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა ნორმალურია; გუგები – საშუალო სიდიდის; ლაპარაკი გაძნელებულია; ძილიანობა; ფეხის არევა; დეზორიენტაცია (დროის და ადგილის შეგრძნების შეფერხება); ფრაზების გამეორება; ალკოჰოლის სუნი ამონასუნთქში.

# ამფეტამინი ან კოკაინი: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; იმპულსურობა; აგრესიულობა; აგზნებულობა.

# ,,აბაზანის მარილები”: მაღალი არტერიული წნევა და პულსი, ფართო გუგები, აგზნება, გულყრები, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, ნატრიუმის დაქვეითება სისხლში, და ჰალუცინაციები.

# კანაბისი: ნორმალური არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვის სიხშირე; საშუალო ზომის გუგები; შენელებული მეტყველება; ძილიანობა; ფეხარეული სიარული; დეზორიენტაცია; საკვების კვალი სახეზე ან ტანსაცმელზე; მარიხუანას სუნი ამონასუნთქში.

# ოპიოიდები: გაიშვიათებული სუნთქვა და სისხლის დაბალი ჟანგბადით გაჯერებულობა; ვიწრო გუგები; მეტყველების გაძნელება; ძილიანობა.

# MDMA: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; ენერგიულობა, მაგრამ არააგრესიულობა; პირის სტერეოტიპული მოძრაობები (კბილების ღრჭიალი, ტუჩების ლოკვა); ყველასთან ერთობის შეგრძნება.

# ბენზოდიაზეპინები: დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე და ტემპერატურა; ნორმალური ზომის გუგები; ავადმყოფი კომაშია და სხეული იოლად ულურჯდება.

# ფენციკლიდინი (PCP): მაღალი წნევა და პულსი; ფართო გუგები; აგრესიულობა სხვების მიმართ; აგზნება.

# ჰალუცინოგენი (LSD, ფსილოციბინი, მესკალინი): ცოტა მომატებული წნევა და პულსი; ფართო გუგები; უაზრო მზერა; ღებინება – განსაკუთრებით მესკალინის შემთხვევაში.

 

https://www.facebook.com/manana.gegeshidze.9/posts/1873751709315313

magti 5g