LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაშუქოთ “ის”, რისი თქმაც არ შეიძლება

691
Jurnalism-in-retea

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მედიასაშუალებები აშუქებენ თვითმკვლელობის თემას და ყოველი ახალი დეტალის ან ინფორმაციული სიახლის შემთხვევაში, ცდილობენ საინფორმაციო სივრცეს არ ჩამორჩნენ. ბოლო დღეების განმავლობაში მსგავსი შემთხვევაა ქართულ მედიაში, სადაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზებზე და შესაძლო დამნაშავეებზე საუბრობს მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ქუჩა, სკოლა, სოციალური გვერდები და ყველა ვისაც რაიმე შეხება ქონდა გარდაცვლილ მოზარდთან. რამდენად მოქმედებს ფაქტი სხვა მოზარდის ფსიქიკაზე, რომელიც ასევე გარდატეხის ასაკშია და ვერ გაურკვევია შემთხვევა როგორ აღიქვას, ან საერთოდ როგორ უნდა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისე, რომ არ მოხდეს მოზარდის მხრიდან წაქეზების, გაღვივების, ანალოგიურ მდგომარეობაში შესაძლებლობის დაშვება და სხვა უარყოფითი, ტრაგიკული შემთხვევების ალბათობა გამოირიცხოს.

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ სახელმძღვანელო წესებში მითითებულია, რომ  “კვლევებმა დაადასტურა ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც. შესაბამისად, რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა – რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას.”

აქვე განმარტებულია რომ სუიციდი შეიძლება ორი მიმართულებით გაშუქდეს:

ზოგადი – ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე.

ინდივიდუალური – თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

  • კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
  • ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.

იდენტური კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რედაქციამ გაასაჯაროვებს თუ არა იმ პირის ვინაობას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.

 

დეტალები, რომელსაც ქარტია წერს, თუ როგორ სწორად უნდა გავაშუქოთ შემთხვევა, ნათქვამია, რომ უნდა  მოვერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად. ასევე, დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ. სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები.

რაც შეეხება მასალის ვიზუალურ მხარეს, ქარტიის წესებში რამდენიმე მთავარი და მნიშვნელოვანი რჩევაა მითითებული. მაგალითად, ყურადღებით უნდა მოვეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც ვიყენებთ.  უნდა ვიფიქროთ იმაზე, მივაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით. სათაურსივე უნდა მოვერიდოთ სიტყვა “სუიციდის” გამოყენებას. უნდა ვეცადოთ არ გამოვაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შევამცირებთ საკითხის რომანტიზებას.

ერთ-ერთი მთავარი წესია გადავამოწმოთ ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ, ვისაც ვწერთ გარდაცვლილის თემაზე. შესაძლებელია ის არ იყოს მისი ნათესავი ან ახლობელი და უბრალოდ კადრში მოხვედრის სურვილი ქონდეს.

შეგნებულად არ ვასახელებთ ბოლო ორ დღეში მომხდარ მსგავს ანალოგიურ ფაქტებს, თუმცა ძნელი სათქმელია შედეგი მას შემდეგ დადგა თუ არა, რაც 15 წლის ლუკას გარდაცვალება მოხდა.

“სუიციდზე საუბარი წაახალისებს სუიციდს?  –  თუ შიშობ, რომ ვინმე შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ, უნდა ისაუბრო ამაზე, უნდა მიაწოდო მას ინფორმაცია და დახმარების გზები. თუ ადამიანებმა იციან ნიშნები, რითიც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გამოვლენა შეიძლება, შესაძლოა დავეხმაროთ მათ.

ადამიანები რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, თავს არასოდეს მოიკლავენ – ადამიანები, რომლებიც თავს იკლავენ, სუიციდამდე ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცხოვრება არ ღირს.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლე კი არ მობეზრდათ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურდათ”, – ნათქვამია ქარტიის წესებში და განმარტებულია, რომ მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპებისა და მითების გაძლიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g